შეადგენილია ქალაქების ჩამონათვალი, სადაც ყველაზე მიმზიდველი მამაკაცები ცხოვრობენ. რეიტინგი, რომელიც ათი პუნქტისაგან შედგება, Travelers Digest პორტალმა შეადგინა და იგი ტურიზმის ინფორმაციებზეა სპეციალიზებული.
რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავეს მამაკაცებმა, რომლებიც შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ცხოვრობენ.
მასალის ავტორები ამტკიცებენ, რომ შვედებს ჩვეულებრივად ცივ მარტოობის მოყვარულ ადამიანად მიიჩნევენ. სინამდვილეში მათ ძალიან კარგად უკავიათ თავი საზოგადოებაში და ისე ზრუნავენ ქალებზე, როგორც ეს სხვას არ შეუძლია. გარდა ამისა, სტოკჰოლმელები კარგად ერკვევიან მოდის, კულინარიულ, ჯანმრთელობისა და კულტურის საკითხებში.
Travelers Digest რეიტინგის მეორე ადგილს ნიუ-იორკში მცხოვრები მამაკაცები იკავებენ, მესამეს კი - ამსტერდამელები.
ტურისტული პორტალის ვერსიით, ქალაქების ტოპ-10 ყველაზე მიმზიდველი მამაკაცებით, სრულად ასე გამოიყურება:
• სტოკჰოლმი, შვედეთი
• ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები
• ამსტერდამი, ნიდერლანდები
• ლისაბონი, პორტუგალია
• ბუენოს-აირესი, არგენტინა
• სიდნეი, ავსტრალია
• მადრიდი, ესპანეთი
• ბერლინი, გერმანია
• მილანი, იტალია
• თელავივი, ისრაელი.
Travelers Digest ვერსიით ქალაქების ტოპ-5-ი ყველაზე ლამაზი ქალებით - კიევია. როგორც გამომცემლობა აღნიშნავს, კიეველი ლამაზმანები გამორჩეულნი არიან განვითარებული ინტელექტით. მეორე ადგილი სტოკჰოლმს ერგო, მესამე ნიუ-იორკს, მეოთხე ბუენოს - აირესს, მეხუთე პოზიციას ბულგარეთის ვარნა იკავებს.
აღვნიშნავთ, რომ ყველაზე ლამაზი მამაკაცები და ქალები "რისკავენ", ერთმანეთს ევრო-2012-ზე შეხვდნენ. კიევში 32 ათასი შვედი გულშემატკივარი ჩავა.