ჯვრის უღელტეხილზე ამ დრომდე ინტენსიურად თოვს და ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა ჩაკეტილია.
გზის ამ მონაკვეთზე ყველანაირი ტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. ზვავსაშიშროების გამო ტექნიკა გზის გაწმენდით სამუშაოს ვერ აწარმოებს. გზა თავისუფალია გუდაურისა და ყაზბეგის მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ყაზბეგის რაიონშიც თოვს. ქვეყნის მასშტაბით, გზის სხვა მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტი შეუზღუდავად გადაადგილდება.