21 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე: ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა" ევროსასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო.
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ადვოკატები ისაუბრებენ ევროსასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გუშინ გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ.
მედიისა და საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება ევროსასამართლოს გადაწყვეტილების დეტალების, იმ რეკომენდაციების და ჯარიმების შესახებ, რაც საქართველოს სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დააკისრა.