ინტერნერ-გვერდ "Wikileaks"-ის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში, რომელიც "STRATFOR"-ის ანალიტიკური ცენტრის თანამშრომელმა დაწერა, არის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთსა და ისრაელს შორის სამხედრო ინფორმაციის გაცვლის შესახებ გარიგება არსებობდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ინფორმაცია, გამოქვეყნებული წერილის თანახმად რუსული წარმოების ირანულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებსა და ისრაელის წარმოების ქართულ უპილოტო თვითმფრინავებს ეხებოდა. "STRATFOR"-ის წყაროს ინფორმაციით, რუსეთმა და ისრაელმა ამ სისტემებთან დაკავშირებული რაღაც საიდუმლო კოდები გაცვალეს და ამით ერთმანეთს პოტენციური მოწინააღმდეგის შეიარაღების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
ეს წერილი "STRATFOR"-ის თანამშრომელმა რევა ბხალლამ დაწერა. იგი ეყრდნობა წყაროს - მექსიკელ სამხედრო ანალიტიკოსს, რომელიც მთავრობას უპილოტო თვითმფრინავების გამოყენების საკითხში კოსულტაციას უწევდა.
წყარომ, ნათქვამია წერილში, განაცხადა, რომ მისი მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დაწყებამდე რუსმა სამხედროებმა რაღაცნაირად ისწავლეს ქართულ უპილოტო თვითმფრინავებზე ზემოქმედება.
ამ წყაროს მონაცემებით , რუსეთმა ისრაელისგან რაღაც ელექტრონული "კოდები" მიიღო იმ მოწყობილობებისა, რომლებიც ადრე საქართველოში იყო გაგზავნილი. ამის სანაცვლოდ კი რუსეთმა ისრაელის ის "კოდები" გადასცა, რომელიც ირანულ სისტემებს უკავშირდებოდა.
იმას, რომ რუსეთს მართლაც შეეძლო ისრაელიგან ეს "კოდები" მიეღო, ანალიტიკოსის თქმით, ისიც ადასტურებს, რომ საქართველო - მისი თქმით, ცდილობდა უპილოტო თვითმფრინავების ყიდვას მექსიკაში და ამტიკიცებდა, რომ რუსებმა შეძლეს ისრაელის აპარატების "გატეხვა".
ამავდროულად, რუსი სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ტექნიკური შესაძლებლობა იმისა, რომ მოწინააღმდეგი უპიტოტო თვითმფრინავების სისტემები "გატეხო" არსებობს. ხოლო ინფორმაციის კომენტირებაზე იმის შესახებ, თითქოს ისრაელმა და რუსეთმა სამხედრო ხასიათის ინფორმაცია გაცვალეს უარს აცხადებენ.
"STRATFOR"-ის წყაროს ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომამდე საქართველოს წარმომადგენლებმა მიმართეს მსხვილ მექსიკურ კომპანია "Idra"-ს (ეს სახელწოდება წერილის ტექსტში ფიგურირებს, თუმცა ალბათ სინამდვილეში საუბარია კომპანია Hydra Technologies-ზე ) წინადადებით შეისყიდონ გარკვეული რაოდენობით უპილოტო თვითმფრინავები.
თავის განზრახვას ქართველები თითქოს ხსნიდნენ იმით, რომ რუსმა სამხედროებმა რაღაცნაირად ისწავლეს ისრაელის წარმოების უპილოტო თვითმფრინავებზე ზემოქმედება. ამის დამადასტურებლად მათ ჩამოგდებული თვითმფრინავის ფოტოსურათიც წარმოადგინეს. წყაროს ინფორმაციით, მექსიკური თვითმფრინავებით ქართული მხარე იმიტომაც დაინტერესდა, რომ მათ აქვთ სისტემა, რომელიც მასზე ზემოქმედების ან მისი ჩამოგდების მცდელობის შემთხვევაში თვითმფრინავებს ბაზაზე აბრუნებს. წყარო ასევე აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში ეს გარიგება მაინც ვერ შედგა, ვინაიდან ამას შესაძლოს მექსიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობების გამწვავება გამოეწვია.