თურქეთში, ავარიის დროს უვნებლად გადარჩენილი ქართველები საქართველოში ავტობუსით დაბრუნდნენ, დაშავებულები კი თურქეთის კლინიკებში არიან მოთავსებულნი.
გუშინ, უამინდობის გამო, ქოჯაელი-სტამბულის გზაზე ათი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა, მათ შორის ერთი საქართველოსკენ მომავალი სამგზავრო ავტობუსი იყო. ადგილზე დაიღუპა თურქეთის ერთი მოქალაქე და დაშავდა 13 ადამიანი, მათ შორის 7 ქართველი. ავარიის გამო ქოჯაელი-სტამბულის მაგისტრალი რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო.