1-ელ მარტს, ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, იცხაკ რაბინის დაბადებიდან 90 წელი შესრულდა.
იცხაკ რაბინი (1922-1995 წწ.) იყო ისრაელის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. ისრაელის მე-5 და მე-11 პრემიერ-მინისტრი, 1994 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. იგი ულტრამემარჯვენე ექსტრემისტმა იგალ ამირმა მოკლა.