თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის №49-ში, საერთო საცხოვრებელი ჩამოინგრა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შენობა ავარიული იყო და შემთხვევის დროს საცხოვრებელში არავინ იმყოფებოდა.
ცნობისთვის, შენობიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დევნილები ცოტა ხნის წინ გამოასახლა.
სპეციალისტები არკვევენ, შესაძლებელია თუ არა შენობის სრული დემონტაჟი.