მთავრობა სასწავლო ვაუჩერების დარიგებას 20 მარტიდან დაიწყებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა 20 მარტიდან ვაუჩერებს მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახები მიიღებენ, ხოლო 5 აპრილიდან კი 1000 ლარიან ვაუჩერს ნებისმიერი მოქალაქე მიიღებს.
„დასაქმების ნაწილზე მინდა ავღნიშნო, რომ ეს არის ჩემი აზრით უმნიშვნელოვანესი ინიციატივა. საუბარი მაქვს პროფესიული გადამზადების ცენრტებზე. პროფესიულ კოლეჯებზე. ჩვენ 20 მარტიდან ვაუჩერების დარიგებას დავიწყებთ.
სოციალურად დაუცველი პირებისთვის ვაუჩერები იქნება უფასო და, 20 მარტიდან მათ შეუძლიათ მივიდნენ განათლების სამინისტროს საინფორმაციო ცენტრებში, ეს იქნება თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში, ხოლო სამომავლოდ დაემატება თელავი, ახალციხე და ზუგდიდი და ნებისმერი მათგანი ვაუჩერს უფასოდ მიიღებს.
ამ ვაუჩერების ნაღდ ფულზე განაღდება შეუძლებელი იქნება, მაგრამ ამ ადამიანს შეეძლება ნებისმერი პროფესიული გადამზადების კოლეჯში წავიდეს და მიიღოს 1000 ლარის სერვისი, ანუ ის მას ასწავლიან ნებისმერ პროფესიას, რომელსაც თავად მოინდომებს"- აღნიშნა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, 5 აპრილის შემდეგ კი ანალოგიური ვაუჩერის მიღების შესაძლებლობა ექნება ქვეყნის ნებისმერ მოქალაქეს, მაგრამ მათთვის უკვე მოთხოვნა იქნება, რომ მინიმალური გამოცდა ჩაბაროს და სწორედ ამის შემდეგ მიეცემათ 1000 ლარიანი ვაუჩერები.
„თუ არადა მაშინ მათ 30 %-იანი თანადაფინანსება მოეთხოვებათ"- აღნიშნა პრემიერმა.