საქართველოს განათლებისა და მცნიერეიბის მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 20 მარტიდან საინფორმაციო ცენტრების მუშაობით დაიწყება ათას ლარიანი ვაუჩერის დარიგება. შაშკინის თქმით, ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა თვითონ შეარჩიონ პროფსასწავლებელი, ისწავლონ და გახდნენ პროფესიონალები.
"აღნიშნულის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია ისიც რომ ჩვენ სახელწმიფო პროფსასწავლებლებში დასაქმების რეიტინგი არის ძალიან მაღალი. ეს არის უმნიშვნელოვანესი რეფრომა. ამ რეფორმის ფრაგლებში ვაუჩერების გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება კერძო პროფსასწავლებლებშიც" - განაცხადა შაშკინმა.
მისივე ინფორმაციით, ასევე 20 მარტიდან დაიწყება იმ სტუდენტების რეგისტრაცია, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ დასაქმების საზაფხულო პროგრამაში. ამ პროგრამის ფარგლებში ერთი თვის განმავლობაში 25 ათასი სტუდენტი დასაქმდება და მიიღებს 500-ლარიან ანაზღაურებას.