28 თებერვალს შეჯამდა ლეგენდარული მიხეილ მესხის ძეგლის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი და გამოვლინდა ის ექვსი ნამუშევარი, რომელიც მეორე, ფინალურ ეტაპზე გადავიდა.
დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სტუმრად იმყოფებოდნენ მიხეილ მესხის ოჯახის წევრები, მისი მეგობრები და ვეტერანი ფეხბურთელები. 28 ესკიზიდან 6 საუკეთესო აირჩა, რომლებიც ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ და ახლა, ამ ნამუშევრებიდან საუკეთესოს გამოავლენენ.