"ქრისტიან-დემოკრატი" ვიცე-სპიკერის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ სავიზო რეჟიმის შესახებ ინიციატივა პინგპონგის თამაშია.
"ეს არი არის პინგპონგის თამაში. დასავლეთი ეუბნება რუსეთს, რომ დაელეპარაკე საქართველოს, რომელიც იძახის, რომ რომ იქ სააკაშვილია და არ დაელეპარაკება, ხოლო სააკაშვილი ამ ფონზე ცდილობს უფრო "გულღია" პოზით გამოვიდეს", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, სააკაშვილს სურს დასავლეთს დაანახოს, რომ იგი მზადაა საქართველოში რუსული ინვესტიციების შემოტანას გაუხსნას გზა.
"ეს არის პოლიტიკური თამაში და მეტი არაფერი", - მიაჩნია ოპოზიციონერ დეპუტატს.