საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის როგორც „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, სამართლიანი აჩევნების პირობებში იბრძოლებს, რომ მისმა მოძრაობამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვოს.
„არჩევნები საქართველოში ჩატარდება სამართლიანად, გამჭვირვალედ, თავისუფლად და ჩვენ ამას ვუზრუნველყოფთ. როგორც პრეზიდენტი ყველაფრს გავაკეთებ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი და ობიექტური, ხოლო როგორც „ნაცინალური მოძრაობის" ლიდერი, თუ მანამდე არ გადამირჩევენ, ყველაფერს გავაკეთებ როგორც ლიდერი მოძრაობამ არჩევნებში გაიმარჯვოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციას აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ არჩევნები მოიგოს.
"თუ გინდათ რამე, იბრძოლეთ, იმუშავეთ, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ, დაუმტკიცეთ ხალხს რა გინდათ და გაიმარჯვეთ არჩევნებში. დაგვამარცხეთ ამ მეთოდებით, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში. მე არ მივიღებ იმ იდეას, რომ თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ერთად ვიღებ არჩევნებში მონაწილეობას, ეს აპრიორი არათანაბარ პირობებს ქმნის. იყავით უფრო მაგრები. შესთავაზეთ მეტი იდეები. იყავით უფრო გამბედავები და მერე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი ამას დააფასებს. გაქვთ ბურთი და მოედანი. ხელი გაანძრიეთ, იმოძრავეთ და აუცილებლად ბედი გაგიღიმებთ, თუმცა, შეიძლება ეს არ მოხდეს 2012 წელს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.