საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო დებატები შეაფასა. როგორც მან დებატების ბოლოს განაცხადა, დღეს გამართულ დებატებში ძირითადად აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს.
„ძალიან ბევრი რამე ითქვა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ათასგვარი უღირსი რაღაცეებიც ითქვა ამ დარბაზში, ძირითადად, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლების გამოსვლები შეიცავდა ძალიან ბევრ რაციონალურ და სწორ ელემენტებს. მთავარია , რომ ამ პოლიტიკური ბრძოლის, გამოსვლების უკან არ დაიკარგოს მთავარი, რაც სჭირდება ქართველ ხალხს. დღეს, მიუხედავად ყველაფრისა, მათ შრის ოპოზიციის გამოსვლებში რომლის უმეტესობას არ ვეთანხმები, მთავარი საკითხები უმეტესად დასმული იქნა იმაზე, რაც ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური დებატების კულტურა საქართველოში უფრო და უფრო უმჯობესდება,. შემდეგ მოწვევაში,მართლაც უნდა მივიღოთ პარლამენტის ისეთი შემადგენლობა იქნება, რომ ეს ტრადიცია კიდევ უფრო გავაღრმავოთ და კიდევ უფრო შეუქცევადათ ვაქციოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ დებატების შემდეგ გამარჯვებული ქართველი ხალხი დარჩეს.
„ამ დებატებისას უნდა მივაღწიოთ იმას, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი დარჩეს გამარჯვებული. ყველანი ჩვენ ვართ დროებით, რაღაც ეტაპზე ჩვენ ფუნქციას ვასრულებთ შემდეგ ყველა ჩვენგანი ვიღაცით ჩანაცვლდება. ერთადერთი ვინც არ ჩანაცვლდა მრავალი ათასი წლის განმავლობაში და არ ჩანაცვლდება მომავალში, ეს არის მრავალეთნიკური ქართველი ერი", - განაცხადა პრეზიდენტმა.