რუსული ოცნების ასრულებას საქართველოში ვერავინ ეღირსება. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ პოლიტიკურ დებატებზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა "ქართული ოცნების" შესახებ საუბრისას განაცხადა.
უმრვლესობის წევრი კითხულობს - როდესაც პოლიტიკური ძალა საქართველოს ოკუპაციის აღიარება ითხოვს, რამდენად არის ეს ქართული ოცნება.
"საქართველო არის აგრესორი და რუსეთი მსხვერპლი - ეს არის ქართული ოცნება?! არა, ეს არის რუსული ოცნება და ვერავინ ეღირსება რუსული ოცნების ასრულებას. მათ ოქტომბრის არჩევნებზე ვერდიქტს ხალხი გამოუტანს", - აღნიშნა წიკლაურმა.
დეპუტატმა "ქართული ოცნების" პოლიტიკურ ძალას პუტინთან დააბარა, არჩევნების შემდეგ გადასცენ, რომ ქართველ ხალხს ვერ გატეხენ და საქართველო განვითარებას აგრძელებს.