ის ვინც კითხულობს თუ რას იზამს სააკაშილი 2013 წელს, საპარლამენტო არჩევნებში მარცხს შეგუებულია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო დებატებისას განაცხადა.
„საქართველო აღარასდროს დარჩება მუმიფიცირებული, პოლიტიკური გვამების ხელში და ჩვენი შემცვლელები იქნება არა ჯონდები და მათი პატრონები, არამედ საქართველოს მომავალი თაობა, რომელიც ახლა მოდის პოლიტიკაში. დღეს, მთავარი თემა იყო თუ რას გააკეთებს სააკაშვილი 2013 წელს. ვინც ამ კითხვას სვამს, აბსოლუტურად, დარწმუნებით შეგუებულია, რომ 2012 წლის არჩევნები წაგებული აქვს. ძალიან ძნელია, როდესაც ადამიანი გელაპარაკება წაგებულის პოზიციებიდან ე.ი. პრობლემა აქვთ საკუთარი პოლიტიკური ძალის მომავალზე
, - განაცხადა სააკაშილმა.
მისი თქმით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ გაგრძელდება ის პოლიტიკა და ის კურსი, რომელიც ახლა აქვს ქვეყანას.