საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯონდი ბაღათურიას კლუნი, გია ცაგარეიშვილს კი „გაიშნიკი უწოდა.
„ამ კლოუნს (ჯონდი ბაღათურია), რომელიც დღეს აქ გამოვიდა არ სჯერა არც ერთი სიტყვა რაც თქვა. მე ოჯახში არ მყავს არცერთი მეწარმე და თქვენ ეს ძალიან კარგად იცით. მე მართლაც, მიმაჩნია, რომ ჩემი მატერიალური მდგომარეობა გავიუმჯობესე ბოლო რვა წლის განმავლობაში. იცით რის ხარჯზე? საქართველოს სრული კაპიტალიზაცია იყო 8 მილიონი ლარი, ახლა კი 24 მილიარდია. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის მოცულობა სამჯერ გაიზარდა. დღეს ბიუჯეტი გვაქვს 8 მილიარდი ლარი. 50-%-ით შემცირდა გადასახადები, მაგრამ ამ პირობებში ჩვენი პბიუჯეტი გაიზარდა მინიმუმ 10-ჯერ. რეალური ზრდა ბიუჯეტის იმასთან შედარებით რაც იყო არის ოცმაგი ოდენობის. ეს არის ზუსტად ის თანხა, რომელიც ადრე მიდიოდა იმ ხალხის ჯიბეში, ვის ინტერესებსაც ახლა ჯონდი ბაღათურია და გია ცაგარეიშვილი წარმოადგენენ. ეს ხალხი არიან საპენსიო ფონდის ყოფილი დირექტორები, ყოფილი პოლიციის მაღალჩინოსნები, ყოფილი შევარდნაძის ცნობილი და დრომოჭმული სახეეები. ამ კლოუნადის უკან იმალება ის, რომ ეს ხალხი დაბრუნდეს საქართველოს მთავრობაში, ხელახლა ხელები მოიფშვნიტოს და ძარცვოს საქართელო. თვითონაც არ სჯერათ, რომ ვანო მერაბიშვილს აქვს ასეთი სახლი, მაგრამ მაგაში არ არის საქმე. მათთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ არსებობს ზურაბ ადეიშვილი, ვის სახლთანაც აპირებდნენ მიტინგის ჩატარებას მაგრამ ვერ იპოვეს მისი სახლი, რადგან მამამისს რაც აქვს „ზავხოზის" დირექტორობის დროს აშენებული იმის შემდეგ მართლა ჩამოცვივდა იმ სახლს ბათქაში. ბაღათურიას ტვინით, იყო რამდენიმე წელი იუსტიციის მინისტრი და გენერალური პროკურორი და მამაშენის სახლს ერთი აგური არ მიამატო, ეს არის ფარჩაკი, სულელი, ბრიყვი, რომელსაც მართლა არაფერი ესაქმება ხელისუფლებაში. ერთი აქ გამოსული უბრალო გაიშნიკი (გია ცაგარეიშვილი) იყო და ის რასაც აკეთებდა წელიწადში, ადეიშვილის რამდენიმე წლის ხელფასზე მეტია. ვანო მერაბიშვილის დედა ცხოვრობს იმავე პირობებში, როდესაც იმ სახლში ვანო გაიზარდა. მაგრამ იცით რა ხდება? იმ სახლიდან 200 მეტრში შენდება ახალი ციხე-სიმაგრე. ვანო მერაბიშვილმა შეიძლება თქვა რომ მდიდარი კაცია, რადგან ის ისევ ცხოვრობს იმ სახლში, მაგრამ იმ სახლის გვერდზე მოხდა ახალი სასწაული.", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მისი თქმით, როდესაც ქართულ ტრადიციაზე საურობენ, ცრუობენ, რადგან მათთვის ქართული ტრადიცია მექრთამეობა იყო.
ამასთან, სააკაშვილის მტკიცებით, ამ ადამიანებს არ გაქვთ მომავალი, რადგან დარჩნენ წარსულში.