საპარლამენტო უმრვლესობის შეფასებით, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გიორგი ცაგარეიშვილი "გაის" მუშაკიდან კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლად ტრანსფორმირდა.
როგორც პარლამენტში პოლიტიკური დებატების დროს უმრვალესობის წევრმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, იგი ვერ წარმოიდგენდა, თუ ცაგარეიშვილი მასზე "ვარდების რევოლუციის" გავლენას ვერ შეამჩნევდა.
"ვარდების რევოლუციამდე გიორგი ცაგარეიშვილი იყო კახა თარგამაძის კორუმპირებული სისტემის, ე. წ. გაის მუშაკი და ვინ არის დღეს?! დღეს ცაგარეშვილი არის კორუფციასთან მებრძოლი უქარქაშო ხმალი. ეს არის მეტამორფოზა ბატონი გიორგი ცაგარეშვილისა", - აღნიშნა წიკლაურმა.
მისი შეფასებით, ბევრი ადამიანი, ცაგარეიშვილივით სწრაფად ტრანსფორმირებას ვერ შეძლებდა.