რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება საქართველოს პრესტიჟზე დადებითად იმოქმედებს. ამის შესახებ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ გამართულ დებატებზე საპარლამენტო უმრვლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიოს თვალში საქართველოს რეპუტაციისა და პრესტიჟის ამაღლების კუთხით.
"ეს ასევე არის წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმის განვითრებისა და სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით", - აღნიშნა უმრვლესობის ლიდერმა და დასძინა, რომ ამის კარგი მაგალითი ჩრდილო კავკასიასთან სავიზო რეჟიმის გამარტივებაცაა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში გამოსვლის დროს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით გამოვიდა.