"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისთვის" საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთის მისამართით განხორცილებული ღია კარის ეკონომიკური პოლიტიკა მიუღებელია. ამის შესახებ პარლამენტში "ედპ"-ის წევრმა გურამ ჩახვაძემ პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა თანხმდება, რომ რუსეთისთვის ეკონომიკა არის პოლიტიკური ზეწოლის საშუალება, ამიტომ გაუგებარი და მიუღებელია ხელისუფლების მიერ წარმოებული ღია კარის ეკონომიკური პოლიტიკა.
"ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე აძლევს ქართული მხარე საშუალებას, მოახდინოს თავისი კაპიტალის დაბანდება საქართველოში, ხაზი მინდა გავუსვა პოლიტიკისგან არათავისუფალი კაპიტალის, მით უმეტეს, ისეთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებში, როგორიცაა ენერგეტიკა. ეს არ არის მარტო ეკონომიკური ექსპანსია, არამედ ლეგალური საშუალებაა, რუსეთმა მოიპოვოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისი შეფასებით, საფრთხის შემცველია რუსეთთან უვიზო რეჟიმი, ე. წ. ლარსის თემაც, რადგან არ არის გარანტია, რომ ერთის შეხედვით კარგი იდეა ცუდად არ შემოუტრიალდეს ქვაყნას.
"აქვს თუ არა ქართულ სახელმწიფოს შესაბამისი დაცვის მექანიზმი? - ესაა კითხვა, რომელიც დამაჯერებელ პასუხს მოითხოვს", - აღნიშნა დეპუტატმა.