"ქართული დასის" ლიდერის ჯონდი ბაღათურის გამოვლას პრეზიდენტის მხირდან მკვეთრი შეფასება მოჰყვა. დღეს, პარლამენტში გამართულ დებატებზე მიხეილ სააკაშვილმა ბაღათურიას გამოსვლა შეაწყვეტინა და აღნიშნა, რომ მისი ადგილი ტალახშია.
„აქედან სამას მეტრში არის კარგი ტალახი და იქ ჩაწოლა გარგებს. ახლა ვეტყვი მანდატურებს, გაგიყვანენ ჩაგაწვევნენ და კარგად დაგზელენ, რომ ეგ ტყუილები გამოგივიდეს", - მიმართა ბაღათურიას სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა კომენტარის შემდეგ ტრიბუნა დატოვა, თუმცა უკან რამდენიმე წუთში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი ოჯახი ხალხის ხარჯზე გამდიდრებასა და კორუფციაში დადანაშაულა.