„თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა საპარლამენტო დებატებისას „ქართუ ბანკის" შესახებ ისაუბრა. როგორც მან დებატებისას განაცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" საკანონმდებლო დონეზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ „ქართუ-ბანკი" გაეკოტრებინა.
„ასევე, პოლიტიკური დევნის პროცესში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაერთო, რომელმაც „ქართუ ბანკის" საინკასაციო მანქანა დააყაჩაღა, საბაჟო სამსახური კი დღემდე მონდომებით სპობს და ანადგურებს „ქართუ ჯგუფში" შემავალი კომპანიების კუთვნილ ტვირთებს", - განახცადა ცაგარეიშვილმა.