ავღანეთში საქპრეზიდენტო არჩევნების მოერე ტური 7 ნოემბერს გაიმართება. ქვეყნის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის გადანცხადებით, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%+1 ხმის მოგროვება.
დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილების საფუძველი გაეროს ეგიდით მოქმედი არჩევნების კანონიერად ჩატარების შემსწავლელი კომისიის დასკვნა გახდა. დასკვნის მიხედვით, 20 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ადგილი ჰქონდა მასობრივ ფალსიფიკაციას, სხვა სახის დარღვევებს და არჩევნებში მონაწილე ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%+1 ხმის მოგროვება. შესაბამისად, კომისიის მოხსენების მიხედვით, არჩევნების პირველ ტურში ავღანეთის პრეზიდენტის არჩევა არ მომხდარა.
მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის 210 საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგები გაიქმებას ექვემდებარებოდა.
"დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ განიხილა მოხსენება და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 7 ნომებერს გაიმართება", - განაცხადა დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ 20 აგვისტოს ავღანეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების არაოფიციალური შედეგებით მოქმედმა პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ ამომრჩეველთა 55 პროცენტამდე ხმები მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ექს-საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდულა აბდულამ _ 28 პროცენტი.