"ზაფხულში ავამოქმედებთ სტუდენტების დასაქმების ერთთვიან პროგრამას, რომელიც 25 ათას სტუდენტს დაასაქმებს მთელი საქართველოს ტერიტორიაზე", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამეტში წლისური ანგარიშით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, ამით სტუდენტები, ერთი მხრივ, პროფესიული უნარ-ჩვევების დასაუფლებელ პირველად პრაქტიკას გაივლიან და, მეორე მხრივ, სწავლის ან საზაფხულო დასვენებისთვის გარკვეულ თანხას დააგროვებენ.
"მაგრამ დასაქმებულთა წრის გაფართოებას, მარტო პროფესიული გადამზადება და სტუდენტური დასაქმება ვერ უშველის. ჩვენი საზოგადოების გრძელვადიანი წარმატებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს განათლებას", - განაცხადა სააკაშვილმა.