საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ვარდების თაიგულით მივიდა. სხდომათა დარბაზში შევლის შემდეგ პრეზიდენტმა თაიგული უმრავლესობის წევრს, ჩიორა თაქთაქიშვილს გადასცა.
ჩიორა თაქთაქიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა, რომელისც დღეს 31 წლის გახდა.
ამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს წლიურ ანგარიშს აბარებს, რის შემდეგად პოლიტიკური დებატებს უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახსნის.
პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, წმინდა სინოდის წევრები, ილია მეორე, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმოამდგენლები ესწრებიან.