საქართველოს პარლამენტთან პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის", "უმუშევართა კავშირის", "თავისუფალი ასოციაციის კავშირისა" და პარტია "თავისუფალი საქართველოსთვის" წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი პარლამენტში პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციაზე სიმბოლურად ცარიელი ქვაბები მიიტანეს და ამ ქვაბებზე კოვზების დარტყმით გამოხატეს პროტესტი პარლამენტში პრეზიდენტის მისვლასთან დაკავშირებით.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნებას, ასევე, მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი მოითხოვენ დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემასა და მათი საცხოვრებელი ადგილებით დაკმაყოფილებას.