საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან პატრიარქსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა. მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებსა მიესალმა და დეპუტატებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს.
"მოგესალმებით ყველას, მივესალმები ჩვენს პატრიარქს, რომელიც ახლახანს წმინდა ადგილების მოლოცვის შემდეგ დაბრუნდა და თქვენთან ერთად მივესალმები იმ ვაჟკაცებს რომლებიც დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში იცავენ კაცობრიობისა და ჩვენი სამშობლოს ინტერესებს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარდგენისას.
"მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი სამშობლოს ისტორიაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა ამ წუთებში მიმდინარეობს.