ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში სიტყვთ გამოდის და გასული წლის ანგარიშს წარმოადგენს. პრეზიდენტის გამოსვლა 20:00 საათის ნაცვლად, 12 წუთით დაგვიანებით. 20:12 საათზე დაიწყო.
პარლამეტში იმყოფება სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილი მეორე, საქართველოს ყველა მინისტრი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები,რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
წინასწარ ცნობილია, რომ პრეზიდენტი დღეს რამდენიმე ახალ ინიციატივასაც გააჟღრებს.
ანგარიშის ტექსტი 25-გვერდიანია და პრეზიდენტის გამოსვლა სავარაუდოდ 50 წუთს გაგრძელდება.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელსაც უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახსნის. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და დებატებს საზოგადოებრივი მაუწყებლი პირდაპირ ეთერში გადასცემს.