საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მივიდა. მიხეილ სააკაშვილი დეპუტატებს გასული წლის ანგარიშს ჩააბრებს, ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
პრეზიდენტის გამოსვლას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
წინასწარ ცნობილია ისიც, რომ პრეზიდენტი დღეს რამდენიმე ახალ ინიციატივასაც გააჟღრებს.
პრეზიდეტის პრესპიკერის მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, ანგარიშის ტექსტი 25-გვერდიანია და პრეზიდენტის გამოსვლა სავარაუდოდ 50 წუთს გაგრძელდება.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები გაიმართება, რომელსაც უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე გახსნის. პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას და დებატებს საზოგადოებრივი მაუწყებლი პირდაპირ ეთერში გადასცემს.