ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"როგორც საინფორმაციო საშუალებებიდან ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჯვრის მონასტრის დაბრუნებასთან მიმართებაში.საზოგადოება ამ ფაქტს წმიდა მიწაზე კათოლიკოს-პატრიარქის ვიზიტსაც უკავშირებს და გვთხოვენ კომენტარს.
განვმარტავთ, რომ, მართალია, მის უწმიდესობას, ილია მეორეს, ვიზიტის პერიოდში შეხვედრები ქონდა როგორც სასულიერო, ისე საერო უმაღლესი რანგის პირებთან, მაგრამ ჯვრის მონასტრის შესახებ საუბარი საერთოდ არ ყოფილა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ საქართველოს ეკლესიას ჯერჯერობით არა აქვს ინფორმაცია იმის თაობაზეც, საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტულად რა ქმედებები განახორციელა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით", _ ნათქვამია განცხადებაში.