საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ის დღეს გასამართი ყოველწლიური მოხსენების შესახებ საუბრობს. პრეზიდენტის თქმით, მოხსენებაში საზოგადოებისთვის ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტია ასახული. პრეზიდენტი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თუ დრო ექნებათ აღნიშნულ ანგარიში ნახონ "ფეისბუკისა" და ტელევიზორის მეშვეობით.
"დღეს საღამოს პარლამენტში წავრსდგები ყოველწლიური საპრეზიდენტო ანგარიშით. ამ ანგარიშზე ბოლო რამდენიმე დღეა მთავრობის მთელ შემადგენლობასთან ერთად ვმუშაობ. ამ ანგარიშში არის ძალის საინტერესო ფაქტი, ციფრი, პროგნოზი, რომელიც საგულისხმო შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის. თუ გაქვთ დრო 20:00 საათზე შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი ან "ფესიბუკზე" ნახოთ იგივე ანგარიში", - განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველწლიური მოხსენებით საქართველოს პარლამენტში დღეს, 20:00 საათზე წარსდგება.