საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით ამ დროისთვის დარიგებულია 145 ათასი ელექტროვაუჩერი რაც სრული რაოდენობის 12 პროცენტს შეადგენს
მანჯგალაძის ინოფორმაციით თბილისში დარიგებულია 108 700 ვაუჩერი (30 პროცენტი), ქუთაისში 10 ათასი ვაუჩერი (19) პროცენტი, ფოთში 4 ათასი ვაუჩერი (24 პროცენტი), რუსთავში 12 ათასიი (29 პროცენტი), ბათუმში 4 300 (12 პროცენტი) და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 6 ათასი ვაუჩერი (42 პროცენტი).
ვაუჩერების დარიგება მანჯაგალაძის თქმით უნდა დასრულდეს 31 მარტამდე.
"ელექტროვაუჩერების გადაცემა პრეზიდენტის აქტიური კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის დახმარება, რომელიც ამ მძიმე ზამთრის დროს ათასობით ოჯახს შეუმსუბუქებს იმ მძიმე საგადასახადო ტვირთს, რომელიც ცივმა ზამთარმა განაპირობა", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.