27 თებერვალს, დასრულდა ლეგენდარული მიხეილ მესხის ძეგლის შექმნასთან დაკავშირებით სფფ-ის მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი.
კონკურსი 12 იანვარს, მიშა მესხის დაბადების დღის აღსანიშნავად გამოცხადდა. გამარჯვებული ნამუშევარი კი, ვაკეში, მისივე სახელობის სტადიონზე დაიდგმება.
კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილ იქნა 28 ნამუშევარი (მაკეტი). 28 თებერვლიდან, დაიწყება კონკურსის მეორე, ფინალური ეტაპი, რომელიც მაქსიმალურად ღია იქნება. მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების შერჩევა-განხილვაში მინაწილეობას მიხეილ მესხის ოჯახის წევრებიც მიიღებენ.
გულშემატკივარს საშუალება ექნება ყველა ნამუშევარი სფფ-ის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე შექმნილ ალბომებში იხილოს.
მეორე ეტაპზე გადასული ნამუშევრების შესაფასებლად და საზოგადოებრივი აზრის უკეთ გასაცნობად, შეიქმნება ცალკე ალბომი, სადაც ყველას ექნება საშუალება შეაფასოს და აზრი გამოთქვას მისთვის საინტერესო ნამუშევრის შესახებ.