"ტექნო ბუმი" ფეისბუქის მომხმარებელთათვის აქციას - "მოიწვიე მეგობრები და მიიღე საჩუქრად ნოუთბუქი" გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, აქციაში ჩასართავდ საჭიროა, მომხმარებელმა, პირველ ეტაპზე, "ფეისბუქის" საძიებო ველში ჩაწეროს თეცჰნო ბოომ, სადაც, სხვა სიახლეებთან ერთად, იხილავს აქციას სახელწოდებით "მოიწვიე მეგობრები".
მენეჯმენტში განმარტავენ, რომ მომხმარებელი, რომელიც 24 მარტამდე ყველაზე მეტ მეგობარს მოიწვევს, ASUS-ის ბრენდის ნოუთბუქის მფლობელი გახდება, ხოლო ყველა მეგობრისთვის 24 მარტს "ტექნო ბუმის" ქსელში, "ფეისბუქის" მეგობრებისთვის გაიმართება გრანდიოზული საჩუქრების ბუმი.
აქცია უკვე დაწყებულია და მასში ჩართვა სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელს შეუძლია.
"ტექნო ბუმში" ამჟამად, 2 წლის იუბილესთან დაკავშირებული მადლიერების დღეები მიმდინარეობს. აქციის დასრულებამდე დარჩა ერთი დღე და ვისაც ტექნიკის შეძენა სურს, უნდა იჩქაროს, რომ არ გამოტოვოს შანსი, ყველაზე დაბალი ფასის გარანტიასთან ერთად მიიღოს დამატებით საჩუქარი - LCD ტელევიზორი, კომპიუტერი, ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, მაცივარი, სარეცხი მანქანი, უთო, ფენი, ბლენდერი, სენდვიჩის აპარატი, თუ მობილური ტელეოფონი", - აცხადებენ "ტექნო ბუმში".
მადლიერების დღეები "ტექნო ბუმის" ბათუმის, ქუთაისის, ზესტაფონის, გორისა და თბილისის ნარაზიებში პირველ მარტამდე გაგრძელდება.