ხანძარი ბორჯომში - ცეცხლი სასტუმრო "ლიკანი პალასს" გაუჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია სასტუმროს სახურავი. ცეცხლის გაჩენის მიზეზად ბუხრიდან გადასული ალი სახელდება.
ხანძრის ლოკალიზება რამდენიმე წუთში მოხერხდა. სასტუმროს ინტერიერი არ დაზიანებულა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.