უკვე 20 დღეა 42 წლის მურთაზ ყალიჩავას ოჯახი უშედეგოდ ეძებს. მან ოჯახის წევრებს წერილით შეატყობინა, რომ რუსეთში მიდიოდა და მათ ჩასვლისთანავე დაუკავშირდებოდა, თუმცა მას შემდეგ ყალიჩავა აღარ გამოჩენილა.
დაკარგულის დედის განცხადებით, ოჯახმა მისი მოძებნა უკვე სცადა, მაგრამ მის კვლს ამ დრომდე ვერსად მიაკვლიეს. ყალიჩავას დედა ვარაუდობს, რომ მისი შვილი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა. გაუჩინარებული მამაკაცი წლების განმავლობაში რუსეთში მანამდეც მუშაობდა და ოჯახთან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა.