პაკისტანში, კოჰისტანის რაიონში შეიარაღებულმა პირებმა სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
როგორც პოლიციის უფროსმა განაცხადა, მგზავრებიდან ასბოლუტურად ყველა შიიტი იყო. მისი თქმით, თავდასხმა სავარაუდოდ სუნიტებმა განახორციელეს.
ცნობისთვის, პაკისტანის 180 მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს შეადგენენ შიიტები.