დღეს, 28 თებერვალს, 18:30 საათზე, "საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების" სხდომათა დარბაზში (გუდიაშვილის 11) შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრაზე ქართველი მეღვინე იაგო ბიტარიშვილი წაიკითხავს მოხსენებას თემაზე - "ამერიკის ღვინის ბაზარი და მარკეტინგი".
ქართველი მერვინის "ჩარდახმა" ("იაგოს ღვინო") დასავლეთ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი წარმატება მოიპოვა. ჭაჭაზე ექვსი თვის განმავლობაში დაყოვნებული ჩინურის ჯიშიდან დაყენებული ბიოღვინო "ჩარდახი" ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში იყიდება.