ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, თურქეთის ცენტრალურ ბანკთან ვალუტის გაცვლის შეთანხმების ხელმოწერის შესახებ. საუბარია 10 მლრდ. იუანზე (1,59 მლრდ. დოლარი). ხელშეკრულება ძალაშია 3 წლის განმავლობაში და იგი მხარეთა თანხმობის შემთხვევაში ავტომატურად გაგრძელდება.
ხელშეკრულების გაფორმების მიზანს კი ფინანსური თანამშრომლობის გაუმჯობესება, ორმზრივი სავაჭრო კავშირის გაძლიერება და რეგიონში ფინანსური სტაბილურობის გარანტირებულობა წარმოადგენს.