კიევის პეჩორის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი შს მინისტრი იური ლუცენკო თანამდებობივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულად ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა.
47 წლის იური ლუცენკოს კიევის პროკურატურა რიგ თანამდებობრივ დანაშაულებებში ედავება. თავად პოლიტიკოსი, რომელიც "ნარინჯისფერი რევოლუციის" დროს ერთ-ერთი კომისარი იყო და ოპოზიციურ პარტია "სახალხო თავდაცვას" უდგას სათავეში, დარწმუნებულია, რომ თავისი პოლიტიკური მოქმედების გამო სჯიან და ყოველივე ამას იმის გამო აკეთებენ, რომ მას 2012 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალონ.
პატიმრობის დროს ლუცენკო შიმშილობდა. მისი ნათესავები ამტკიცებენ, რომ მას ღვიძლის ცეროზი აქვს, თუმცა ოფიციალურად ეს დიაგნოზი არ დადასტურებულა.