საქართველოს მთარობა უფლებამოსიული ხდება ტურისტულ და რეკრიაციულ ზონებში სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზია პირდაპირი წესით გასცეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში, რომლის ინიცირებაც დღეს, ბიუროს სხდომაზე მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, მთავრობას შეეძლება ტურისტულ და რეკრიაციულ მიზნებისთვის სასარგებლო წიაღისეულის - სამკურნალო ტალახის და/ან გარეგანი მოხმარების (სამკურნალო აბაზანები) მიწისქვეშა მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზია პირდაპირი წესით გასცეს.
როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, ხშირად ტურისტულ და რეკრიოციულ ზონებში პირები საკუთრებაში ფლობენ ცალკეულ შენობა-ნაგებობს, რომლებიც ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ ვალდებულები არიან აუქციონში მიიღონ მონაწილეობა.
„ინფრატრუქტურის მფლობელმა ლიცენზიის მოსაპოვებლად უნდა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა, მაგრამ ხშირად მასში სხვა პირი იმარჯვებს, რის შემდეგაც სასარგებლო წიაღისეულის გამოყენებას განუხორციელებელი ხდება, რადგან შენობა-ნაგებობები სხვა პირის და მინერაული წყლები სხვა პირის მფლობელობაში ხვდება. ამის გათვალისწინებით, კანონპროექტის თანახმად, მთავრობის თანხმობის შემთხევბაში ინფრასტრუქტურის მეპატრონეს საუშალება მიეცემა ლიცენზია პირდაპირი წესით შეიძინოს", - აცხადებს ხუროშვილი.
კანონპროექტის ინიციატორი და ავტორი საქართველოს მთავრობაა.