მარკეტინგული ცენტრი „ტერრა მედია", პირველი ანალიტიკური ცენტრია რომელიც, რეგიონული ტელევიზიების მონიტორინგს იწყებს. მომსახურება, რომელიც, მომხმარებელს საქართველოს ყველა რეგიონში მედია საშუალებებით გასულ ნებისმიერ ინფორმაციაზე დაკვირვების საშუალებას მისცემს, ქართულ ბაზარზე „ტერრა მედია"-ს ექსკლუზივია.
როგორც „ჯი-ეიჩ-*ენს" კომპანიიდან აცნობეს, მედია - მონიტორინგის სისტემა საქართველოში წლების წინ დაინერგა და დღითიდღე უფრო და უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. მომსახურების უნიკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მას სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციები წარმატებით იყენებენ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით. მედია მონიტორინგი არამარტო მედიაზე დაკვირვების საუკეთესო საშუალებაა, არამედ კონკურენტი ორგანიზაციების აქტივობის კონტროლის აუდიტის მექანიზმიცაა.
მედია მონიტორინგის ბაზარზე "ტერრა მედია" ინოვაციებით გამოირჩევა. მრავალწლიანი სორტირებული არქივისა და დეტალური ტექსტური დაიჯესტების გარდა, კომპანია შეფასების უნიკალური სისტემა გააჩნია, რომელიც მედია საშუალებებისა და აქტორების არამხოლოდ ზოგადი ტონის, არამედ ტონის გამომწვევი ფაქტორების ზუსტად განსაზღვრის საშუალებას იძლევა. კომპანიის ერთერთი მთავარი უპირატესობა ოპერატიულობა და მომსახურების მაღალი ხარისხია.
მარკეტინგული ცენტრი "ტერრა მედია" როგორც სოციოლოგიური, მარკეტინგული და მედია მონიტორინგული კვლევითი ცენტრი 2007 წელს შეიქმნა. კომპანიის მენეჯმენტი ამ მიმართულებით 1998 წლიდან საქმიანობს. 2008 წლის მაისში კომპანია ISO 9001:2000 ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატის მფლობელი გახდა.
2011 წლის ოქტომბრიდან "ტერრა მედია" ესტონური პიარ საკონსულტაციო ბაზრის ლიდერის - კომპანია "CORPORE"-ს პარტნიორია. ამავე წელს კომპანია, "პრაიმ თაიმის" ანალიტიკური ჯგუფის მფლობელიც გახდა.