დღეს, 27 თებერვალს, პოლიტიკური პარტიის "განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ხიდთან აქცია გამართეს.
აქციაზე ახალგაზრდული ჯგუფის თავჯდომარემ სოსო გიორგობიანმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა: "საქართველოში მუდმივად ისმოდა კითხვა, სად არიან ახალგაზრდები? დღეს მოხერხდა ახალგაზრდების შეკრება, აი აქ ვართ. ჩვენ შევქმნით განახლებულ, ძლიერ საქართველოს. 2012 წელი გადამწყვეტი წელი იქნება. საქართველოს უახლეს ისტორიას ჩვემნ ავაშენებთ."
აქციაზე ასევე სიტყვით გამოვიდა მონაწილე ირაკლი ქარდავა, " ახალგაზრდებო ერთად დავდგეთ ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე. კონფლიქტურმა სიტვაციებმა, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ტკივილმა მომიყვანა აქამდე, ჩავრთულიყავი აქციაში. შეკრება ცხადყოფს, რომ ჩვენ მივცემთ მაგალითს უფროს თაობას ჩანგრეული ხიდი აღვადგინოთ და ერთად ვიფიქროთ მომავალზე.
აქციის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდიდან მსვლელობა გამართეს მთაწმინდის პანთეონში.