ცხრა ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა ავღანეთში ქალაქ ჯალალაბადის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შედეგად.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, აეროპორთან გაჩერებულ მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამუშავდა.
ამ დროისთვის არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა ვინაობის შესახებ. პასუხისმგებლობა აფეთქებაზე საკუთარ თავზე არავის აუღია.