უკრაინისა და რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტების გეგმები ჩაშალეს, რომლებიც ვლადიმერ პუტინზე თავდასხმას ამზადებდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის პირველი არხი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ოდესაში დაიჭირეს ბანდიტები, რომლებიც საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდნენ. მათი აღიარებითი ჩვენებებიდან ცხადი გახდა, რომ ისინი თავიანთი დანაშაულებრივი ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანას არჩევნების შემდეგ მოსკოვში აპირებდნენ.
არხის ინფორმაციით გამოძიება ამჟამადაც გრძელდება და დამატებითი დეტალები დღეს საღამოს საინფორმაციო გამოშვებაში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ თებერვლის დასაწყისში უკრაინული მედია იტყობინებიდა, რომ ოდესაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, რომელშიც "ალფას" სპეცდანიშნულების რაზმი მონაწილეობდა ორი ბოევიკი დააკავეს, რომლებიც ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ.
მანამდე იანვრის დასაწყისში უკრაინის შს სამინისტროს ოდესის სამმართველომ სისხლის სამართლის საქმე აღძეა ოდესაში ტირასპოლის ქუჩაზე მდებარე ერთ ერთ სახლში მომხდარი ხანძრისა და აფეთქების თაობაზე. სახლში მომხდარი აფეთქების შედეგად 26 წლის რუსეთის მოქალაქე დაიღუპა და 28 წლის ყაზახეთის მოქალაქე დაიჭრა. სახლის მესამე მაცხოვრებელი მიიმალა. მედიის ინფორმაციით, ეს ადამ ოსმაევი იყო. აფეთქება კი მაშინ მოხდა, როდესაც ისინი სახლში ასაფეთქებელ მოწყობილებას ამზადებდნენ.
"უკვე 6 იანვარს უკრაინის უშიშროების საბჭომ სასწრაფო დეპეშა გაუგზავნა რუსეთის ფედერალურ სამსახურში მყოფ კოლეგებს: ერთი მათგანი, რომლებსაც ბინა ჰქონდათ დაქირავებული დაიღუპა, მეორე დაიწვა, მაგრამ გადარჩა. იგი იმ წამსვე დაკითხეს, ვინაიდან ნივთებს შორის ასაფეთქებელი მოწყობილობები ნახეს. გადარჩენილი ილია პიაზინის ინფორმაციით, იგი დაღუპულ რუსლან მადაევი თურქეთის გავლით არაბული ემირატებიდან ჩამოვიდნენ. მათ დოკუ უმაროვის წარმომადგენლებისაგან მკაცრად გაწერილი ინსტრუქცია ჰქონდათ", _ იუწყება რუსეთის პირველი არხი.
ეთერში ნაჩვენები იყო ასევე პიანზინის დაკითხის კადრები. "მათ განაცხადეს, რომ დასაწყისისათვის წახვალთ ოდესაში. ისწავლეთ იქ დამზადება, მერე კი უკვე მოსკოვში მოაწყობთ დივერსიებს ეკონომიკურ ობიექტებზე, შემდეგ კი ვლადიმერ პუტინზე. შემდეგ ჩვენ ოდესაში ჩამოვედით. რუსლანს მისცეს იმ ადამიანის ტელეფონის ნომერი, რომელიც აქ უნდა დაგვხვედროდა", _ ჰყვება დაკავებული.
როგორც ნათქვამის რეპორტაჟში რუსეთისა და უკრაინის სპეცსამსახურები ერთობლივად და ძალიან ეფექტურად მუშაობდნენ.
"ბანდის მესამე წევრი უკრაინის სპეცრაზმმა დააკავა. ადამ ოსმაევი სამი წელია საერთაშორისო ძებნაში იმყოფება. იგი აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და იმედი აქვს, რომ ეს მათ რუსეთში ექსტრადაციისაგან იხსნის", _ იუწყება ტელევიზია.
"საბოლოო მიზანი იყო - წასულიყვნენ მოსკოვში და პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ორგანიზება ეცადათ. დაღუპული მზად იყო თვითმკვლელი გამხდარიყო", _ განაცხადა ოსმაევმა და აღნიშნა, რომ თავად თვითმკვლელი არ გახდებოდა. ოსმაევი ასევე იყო ოდესაში მყოფი ბოევიკების ინსტრუქტორი. მას უნდა ესწავლებინა მათთვის და მოსკოვში უნდა გაეგზავნა.
მომზადების გეგმა ოპერატიულმა თანამშრომლებმა ნოუთბუკში იპოვეს. გეგმებს შორის არის კორტეჟის გადაადგილების ვიუდეს, სადაც ჩანს, თუ როგორ ჯდება დაცვის ობიექტი მანქანაში, რამდენი მანქანა ახლავს მას, ყველაფერი გადაღებული იყო სხვა და სხვა რაკუსიდან და სხვა და სხვა ქუჩიდან, რადგან ადამიანების მომხადება არ მომხდარიყო მხოლოდ ერთ მაგალითზე.
"ყველაფერი ეს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ყოფილიყო", _ განაცხადა ოსმაევმა.