დღეიდან დიდი მარხვა იწყება, რომელიც 15 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.
დიდი მარხვის პირველი ოთხი დღის განმავლობაში ტაძრებში საღამოს ლოცვაზე წმინდა ანდრია კრიტელის სინანულის კანონი იკითხება. ოთხშაბათსა და პარასკევს ეკლესიებში პირველშეწირულის ლიტურგია ტარდება.
დიდი მარხვა აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და განსაკუთრებით მძიმეა. მარხვის დროს არ შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმის მიღება, ხოლო თევზით ხსნილი მხოლოდ ხარებისა და ბზობის დღესასწაულებზეა. გარდა ამისა, მარხვის პირველ კვირაში მორწმუნეები მხოლოდ უზეთო საკვებს მიიღებენ.