ისრაელში საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ვიზიტის დროს პოლიტიკური პარტიის - „ განახლებული საქართველოსთვის" მთავარი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში მინდია გულუა ორჯერ შეხვდა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.
პირისპირ შეხვედრისას გაიმართა გულახდილი საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესების თაობაზე. პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ, ისაუბრეს თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ქრისტიანული ძეგლების დღევანდელ მდგომარეობასა და ქ. ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
მინდია გულუამ იერუსალიმში შეხვედრისას უწმინდესსა და უნეტარესს გააცნო პოლიტიკური პარტიის მიზნები და ამოცანები, საქართველოს პარლამენტის წინასაარჩევნო კამპანიის ძირითადი პრიორიტეტები, განსაკუთრებით - საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიასთან თანამშრომლობის, ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცების, სარწმუნოებრივი და კულტურულ - ისტორიული ძეგლების დაცვის სფეროებში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა შეხვედრის დასასრულს დალოცა მინდია გულუა და წარმატებები უსურვა პარტიას სამშობლოს კეთილდღეობისათვის სამსახურში.