სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას წმინდა მიწაზე ვიზიტზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრის საფლავთან მივიდა.
"ეს იყო ჩემი მეოთხე ჩასვლა და არც ერთი წინა მისვლა არ შეედრებოდა ამას. უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან და ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ, პირადად მე და მთელი საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა. ჩვენ არაფერი შეგვეძლო, გარდა იმისა, რომ უფლისთვის გვეთხოვა - მუდამ ჩვენთან იყოს", - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქისვე თქმით, სამების ტაძარში შენდობის წესი დღეს 18:00 საათზე შესრულდება, ლოცვა კი 17:00 საათზე დაიწყება,
"კვირა საღამოს ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, რომლის დროსაც შენდობის ლოცვები იკითხება. ამის შემდეგ, ეკლესიის ყველა წევრი ერთმანეთისგან შენდობას ითხოვს და თავადაც ყველას პატიებს.
შენდობის წესის დროს კათოლიკოს-პატრიარქი თავად ითხოვს შენდობას. უწმინდესის მიერ შენდობის წესის შესრულებას საქართველოს ყველა ეპისკოპოსი დაესწრება", - განაცხადა პატრიარქმა.