ვარკეთილში მხუთავი აირით ორი ადამიანი მოიწამლა. ინციდენტი ვარკეთილის მეორე მიკრორაიონის მე-15 კორპუსში მოხდა.
გავრცელებული ინფოორმაციით, გამოძახებულმა მაშველებმა ერთ-ერთი ბინის კარი შეამტვრიეს და უგონო მდგომარეობაში მყოფი ორი ადამიანი დახვდათ. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზად წყლის გამათბობლიდან გაზის გაჟონვა სახელდება.