27 თებერვალს, 13:00 საათზე, პოლიტიკური პარტიის ,,განახლებული საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაცია ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლთან გამართავს აქციას ეგიდით: ,,სტუდენტური გაზაფხული სამართლიანი არჩევნებისათვის". აქციის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტთა გააქტიურებას და ჩართვას მიმდინარე პოლიტიკურ და წინასაარჩევნო პროცესში.
აქციის მონაწილეები ჩამოაყალიბებენ სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალგაზრდების ფართო კოალიციური ერთობის ჩამოყალიბებისათვის სამართლიანი არჩევნების დასაცავად.
აქციის დასრულებისას მოეწყობა მსვლელობა მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისკენ, სადაც აქციის მონაწილენი პატივს მიაგებენ საქართველოს სახელოვან მამულიშვილთა ხსოვნას.