საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ერუსალიმის ჯვრის მოანსტრის საქართველოსთვის დაბრუნებაზე. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიის მსმენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ისრაელის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობის მზადყოფნისათვის.
"რამდენიმე დღის წინ შევქმენი ჯგუფი რომელიც იმუშავებს იერუსალიმის ჯვრის მოანსტრის დაბრუნებაზე ქართული სახელმწიფოსთვის. ყველას მოვუწედებთ, გვერდზე დაგვიდგეს ამ ამბავში. მადლობელი ვართ ისრაელის სახელმწიფოსი, რომელიც თანამშრომლობაზე მზადყოფნას გამოთქვამს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.